მოსკოვში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი სპიკერი გარდაიცვალა
მოსკოვში 67 წლის ასაკში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი სპიკერი გენადი სელეზნიოვი გარდაიცვალა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსს“ სელეზნიოვის სიძემ, ანდრეი ანდრეევმა განუცხადა. მისი ინფორმაციით, სელეზნიოვი ბოლო დროს მძიმედ იყო ავად.
სელეზნიოვი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი 1993-დან 2007 წლამდე იყო. 1995 წელს ის სათათბიროს თავმჯდომარის მოადგილედ იყო არჩეული, კურირებდა პარლამენტის ქვედა პალატის ურთიერთობას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან. 1996 წლიდან 2003 წლამდე სახელმწიფო სათათბიროს სპიკერის თანამდებობას იკავებდა.