გლდანში აფეთქების შედეგად დაშავებული გოგონა გარდაიცვალა

გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ახალგაზრდა გოგონა გარდაიცვალა, – ამის შესახებ „კვირას“ დამწვრობის ცენტრში განუცხადეს. მათივე თქმით, ახალგაზრდა გოგონას მდგომარეობა მძიმე იყო, მას სხეულის 80 % ჰქონდა დამწვარი.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ გლდანის მეექვსე მიკრორაიონის მეორე კორპუსში აფეთქება მოხდა. შემთხვევას 5 ადამიანი ემსხვერპლა, 8 კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები