დემი მურის სახლის აუზში 21 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს
ცნობილი ჰოლივუდელი ტელევარსკვლავის დემი მურის სახლის აუზში 21 წლის გარდაცვლილი მამაკაცია აღმოჩენილი. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.
სააგენტოს ცნობით, პოლიცია შემთხვევის ადგილზე 911-ში შესული ზარის შემდეგ მივიდა. როდესაც სამართალდამცველები ადგილზე გამოცხადდნენ, გარდაცვლილი მამაკაცის გვერდით რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა.
წინასწარი ინფორმაციით, მსახიობის შვილებმა წვეულება მოაწყვეს. თუმცა ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად როდის მოხდა უბედური შემთხვევა და რა კავშირი აქვს გარდაცვლილს ამ წვეულებასთან.
მისი ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია, რომ ის დემი მურის ოჯახის წევრი არ არის. თავად მსახიობი შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდა.