საქართველოს დღეს დონალდ ტუსკი ეწვევა
საქართველოს დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ეწვევა. იგი პირველ შეხვედრას პრეზიდენტის სასახლეში გამართავს.
ლიდერები ერთმანეთს ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან. აუდიენციის შემდეგ კი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
მთავარი განსახილველი თემები საოკუპაციო ხაზთან შექმნილი ვითარება, ევროინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება იქნება.
ტუსკი შეხვედრებს გამართავს პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.
ვიზიტის მეორე დღეს გიორგი მარგველაშვილი და დონალდ ტუსკი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს სამშვიდობო კონტიგენტს სიტყვით მიმართავენ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 21 ივლისს დატოვებს.