იგორ გიორგაძე: ზვიად გამსახურდიას მოკვლის ყველაზე მეტი მოტივი ედუარდ შევადრნაძეს ჰქონდა
ყოფილი უშიშროების მინისტრის იგორ გიორგაძის განცხადებით, საქართველოს პირველ პრეზიდენტს ზვიად გამსახურდიას თავი არ მოუკლავს, ის მოკლეს.
როგორც გადაცემა „რეაქციაში“ პირდაპირი ჩართვისას გიორგაძემ აღნიშნა, ყველაზე მეტი მოტივი ზვიად გამსახურდიას მოკვლის, საქართველოში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოსულ ედუარდ შევარდნაძეს ჰქონდა, რადგან მისივე მტკიცებით, თუ ლეგიტიმურად არჩეული საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ცოცხალი დარჩებოდა, შევარდნაძე დეიურე ლეგიტიმური პრეზიდენტი ვეღარ გახდებოდა. გიორგაძის განცხადებით, შევარდაძეს ცოცხალი გამსახურდია არ სჭირდებოდა.
გიორგაძის მტკიცებით, გამსახურდიას სიკვიდლმა შევარდნაძის ლეგიტიმურობას გზა გაუხსნა. ამასთან, გიორგაძის თქმით, ზვიად გამსახურდიას მკვლელის ან მკვლელების ვინაობა მხოლოდ გამოძიებას შეუძლია დაადგინოს.