თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი “თბილავიამშენსა“ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის გაფორმებულ შეთანხმებას აფასებს: შესასწავლია რა ზარალი ნახა საქართველომ

“კვირას“ მიერ გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალაზე, საიდანაც ირკვევა, თუ როგორ მისცა “თბილავიამშენმა“ აზერბაიჯანს საფრენი აპარატების, კერძოდ, “სუ 25“-ების უვადოდ და უპირობოდ რემონტის შესაძლებლობა, თადარიგის ვიცე -პოლკოვნიკი დავით მურღულაია აფასებს.
თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი ფიქრობს, რომ ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქარხანა, როგორიც “თბილავიამშენია“ ყოველთვის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო. მურღულაიას თქმით, ხშირ შემთხვევაში კერძო მესაკუთრეებს და მმართველებს კომერციული მოგების ინტერესი უფრო აქვთ, ვიდრე სახელმწიფოს დაზარალება არ დაზარალების.
თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკის განცხადებით, აზერბაიჯანული მხარისთვის საფერენი აპარატების რემონტის შესაძლებლობის გადაცემის ფაქტი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ და დაადგინონ, რამდენად დაზარალდა ან პირიქით, ნახა თუ არა რაიმე სახის სარგებელი საქართველომ აღნიშნული შეთანხმებით.
ამასთან, მურღულაია ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისად გამართული საკანონმდებლო ბაზა, რომელიც სამხედრო ტექნიკის გასხვისების ან შეძენის პროცედურებს ნათლად განსაზღვრავს.
“ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ქარხნისთვის, როგორიც “თბილავიამშენია“, თავის დროზე, სახელმწიფოს მმართველობიდან გასვლის უფლება არ უნდა მიეცათ. კერძო ხელში ასეთი მნიშვნელობის დარგის გადასვლა მაშინ იყო შეცდომა. რაც შეეხება აზერბაიჯანისთვის გარკვეული შესაძლებლობების მინიჭების საკითხს, ვფიქრობ, ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა გამოიკვლიონ. რამდენად უღირდა სახელმწიფოს ასეთი შეთანხმების გაფორმება. ზოგადად, კერძო კომპანია ორიეტირებულია კომერციულ მოგებაზე, ამიტომ სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მძლავრი ბერკეტი, რომ განახორციელოს მონიტორინგი, რამდენად უღირს ან არ უღირს ქვეყანას ამა თუ იმ შეთანხმების გაფორმება“, – განუცხადა “კვირას“ დავით მურღულაიამ.
საინფორმაციო- ანალიტიკურმა პორტალმა „კვირამ“ სს „თბილავიამშენსა“ და აზერბაიჯანისთავდაცვის სამინისტროს შორის 2010 წლის 10 ივნისს გაფორმებული სკანდალური შეთანხმების დანართი ექსკლუზიურად მოიპოვა. დაუჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ „თბილავიამშენმა”, რომელიც თავისი პროფილით კავკასიაში ყველაზე მსხვილ, უკონკურენტო კომპანიას წარმოადგენდა, 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებით, აზერბაიჯანს საფრენი აპარატების უვადოდ და უპირობოდ რემონტის შესაძლებლობა მიანიჭა. ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი გაფორმდა და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელმა მეზობელ ქვეყანას შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.
შეთანხმება ასევე ითვალისწინებდა: აზერბაიჯანისთვისთვითმფრინავების ამწყობი ტექნიკური აღჭურვილობის, სარემონტოტექნოლოგიის, აპარატურის, სარემონტო ქარხნის მოწყობისგადაცემას. რაც ასევე მნიშვნელოვანია, „თბილავიამშენმა“ მეზობელი ქვეყნის საავიაციო ბაზაზე მიავლინა საკუთარი კვალიფიციური სპეციალისტები, აზერბაიჯანელი კადრები გადაამზადა და სერტიფიცირება გაატარა. შედეგად, დღეს აზერბაიჯანში, კერძოდ, ქალაქ სუმგაითში არსებობს ძლიერი საავიაციო საწარმო, სადაც მეზობელი ქვეყანა წარმატებით ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნიდან მიღებულ შეკვეთებს. მათ შორის, „სუ-25“-ების კაპიტალურ რემონტს. „კვირა“ აღნიშნული საკითხის შესაფასებლად „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელს დაუკავშირდა. პანტიკო თორდია აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან აღნიშნული კონტრაქტი, მართლაც, გაფორმდა, თუმცა ის საქართველოსთვის საზიანო არ ყოფილა.
“კვირას“ მიერ გამოქვეყნებული მასალის სრული ვერისა შეგიძიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: http://kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები