ბანგლადეშში ავტოავარიას 14 ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში მომხდარ ავტოკატასტროფას 14 ადამიანი ემსხვერპლა, 50-ზე მეტი კი დაშავდა.
ბანგლადეშის მედიის ცნობით, ორი სარეისო ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. ავტოკატასტროფა ქვეყნის ჩრდილოეთ მხარეში მოხდა და მიზეზად გამთენიისას არსებული ძლიერი ნისლი სახელდება.
დაღუპულია ორი მძღოლი და 10 მგზავრი, კიდევ ორი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.
ადილობროვი მედიის ცნობით, 50 მგზავრიდან 7 კრიტიკულ მდგომარეობაშია. სავარაუდოდ, დამნაშავე ერთ-ერთი ავტობუსის მძღოლია, რომელმაც ავტობუსის საჭე ვერ დაიმორჩილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები