ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

ყარაბაღში აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის შეირაღებული დაპირისპირება მოხდა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
ამავე ინფორმაციით, სომეხმა სამხედროებმა ცეცხლის შეეწყვეტის რეჟიმი დაარღვიეს და სხვადასხვა მიმართულებით ცეცხლი 87-ჯერ გახსნეს.
როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, სროლა იყო გვიან ღამით, მსხვილკალიბრიანი იარაღიდან და ყუმბარმტყორცნებიდან.
აზერბაიჯანელმა სამხედროებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს და სომეხ ჯარისკაცებს უკან დაახევინეს.
რაც შეეხება მსხვერპლსა და დაჭრილებს, ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ინფორმაციას არ ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები