პოლონეთის საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება

პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები 25 ოქტომბერს გაიმართება, – ამის შესახებ “უკრინფორმი” იტყობინება.
“უკრინფორმის” ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ შესაბამის ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
პოლონეთის კონსტიტუციის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებს პრეზიდენტი ნიშნავს, შესაბამისად, 25 ოქტომბერს პოლონელი ამომრჩეველი სეიმის 460 დეპუტატს და 100 სენატორს აირჩევს.
რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნები კი, მაისში გაიმართა და ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი 6 აგვისტოს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები