საბერძნეთის ფინანსთა ყოფილი მინისტრი: ციპრასმა კაპიტულაცია არჩია

ჩვენ ორი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს: სიკვდილით დასჯა ან კაპიტულაცია, ციპრასმა კაპიტულაცია არჩია, – ამის შესახებ საბერძნეთის ფინანსთა ყოფილმა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა განაცხადა. როგორც ყოფილმა მინისტრმა “ბი-ბი-სისთან” ინტერვიუში აღნიშნა, საბერძნეთის ხელისუფლების მიერ შემუშავებული ახალი ეკონომიკური რეფორმების გეგმა არ გაამართლებს და მისივე თქმით, მეტიც, ისტორიაში შევა, როგორც ყველაზე დიდი მაკროეკონომიკური კატასტროფა. “ჩვენ ორი არჩევანის წინაშე დაგვაყენეს – ან სიკვდილით დასჯა ან კაპიტულაცია. ციპრასმა კაპიტულაცია არჩია. ათენის პროგრამა ისტორიაში შევა როგორც ყველაზე დიდი მაკროეკონომიკური კატასტროფა,” – განაცხადა ვარუფაკისმა.
შეგახსნებეთ, ათენმა ევროზონის ლიდერებთან შეთანხმებას კვირის დასწყისში მიაღწია.
ამ შეთანხმების მიხედვით, კრედიტორები საბერძნეთს ფინანსურ დახმარებას გაუწევენ, კერძოდ, 86 მილიარდი ევროთი დაეხმარებიან. უკვე მიღწეული ფინანსური დახმარების სანაცვლოდ კი, საბერძნეთმა შეთანხმებით გათვალისწინებული მთელი რიგი ეკონომიკური რეფორმები უნდა განახორციელოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები