ალექსის ციპრასმა ხელისუფლების 10 წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საბერძნეთში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა ხელისუფლების 10 წევრი თანამდებობიდან გაათავისუფლა. მათ შორის არიან ენერგეტიკის მინისტრი, მოადგილეებთან ერთად და შრომის მინისტრის მოადგილე.
მთავრობიდან დათხოვნის მიზეზი მათი უარყოფითი პოზიცია გახდა ევროჯგუფთან მიღწეულ შეთანხმებაზე. საბერძნეთის ხელისუფლებაში პოსტები შეინარჩუნეს ფინანსთა, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრებმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები