ერაყში მომხდარმა აფეთქებამ 80 ზე მეტი ადამიანი, მაშ შორის, ბავშვებიც იმსხვერპლა

ერაყში მომხდარმა აფეთქებამ 80 ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. უცხოური მედიის ინფორმაციით, აფეთქება ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბანი-საადში მოხდა.
აფეთქება ხალხმრავალ ადგილას, ერთ-ერთ ბაზართან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც მოსახლეობა მუსლიმურ დღესასწაულს – რამადანს აღნიშნავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.
ერთ-ერთმა ტერორისტმა ხალხმრავალ ადგილას სამი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება მიიტანა. ადგილობრივმა მთავრობამ მომხდარის გამო სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და რამადანთან დაკავშირებული ღონისძიებები გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები