77 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებულმა ანდერს ბრეივიკმა ოსლოს უნივერსიტეტში ჩააბარა

77 ადამიანის მკვლელობისთვის გასამართლებულმა ანდერს ბრეივიკმა ოსლოს უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩააბარა.
უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, უმაღლესი განათლების მიღების უფლება ნორვეგიის ციხეებში მყოფ ყველა პატიმარს აქვს.
სწავლის დაწყების შესახებ ბრეივიკის განცხადება ოსლოს უნივერსიტეტმა ორი წლის წინ, კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო არ დააკმაყოფილა. რა გახდა უნივერსიტეტის მხრიდან გადაწყვეტილების შეცვლის მიზეზი – ჯერ უცნობია.
ექვემდებარება თუ არა მსგავსი გახმაურებული დანაშაულის ჩამდენის განცხადება განხილვას – ამ  საკითხზე ნორვეგიაში დისკუსიებიც დაიწყო.
მსოფლიო ნორვეგიის ტრაგედიამ 2011 წელს შეძრა – ანდერს ბრეივიკი კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკში შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღითა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით 77 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დამნაშავეს ნორვეგიის სასამართლომ 21-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები