ათენთან ახლოს გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა – ვიდეო, ფოტო

 

საბერძნეთის დედაქალაქთან ახლოს, ქალაქ იმიტოში ცეცხლი ტყეს გაუჩნდა. უამინდობისა და ძლიერი ქარის გამო ხანძარი იქვე დასახლებულ პუნქტსაც გადაედო, იწვის საცხოვრებელი კორპუსებიც. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლიც. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, ქალაქ იმიტოში, ტყესთან ახლოს ბავშვთა სახლი მდებარეობს, სადაც მონაზვნებიც იმყოფებოდნენ. ადგილობრივი პოლიციისა და სამაშველო სამსახურების დახმარებით, ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისა და მონაზვნების შენობიდან ევაკუაცია დროულად მოხერხდა.

pyrkagia_ymittos-400x255

590_d782142c28780bda93a3b3301b8c7c4d

 GFP08_pyrkagia_1_web

HLIOUPOLH1_475_355

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები