ნიგერიაში აფეთქებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ნიგერიის ქალაქ გომბრეში ბაზრის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქებების შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ “როიტერი” იტყობინება.
ამავე ინფორმაციით, თავდასხმები, სავარაუდოდ, ისლამისტურმა მოძრაობამ “ბოკო ხარამმა” განახორციელა. თუმცა, პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.
მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების ევაკუაციის პროცესში “წითელი ჯვრის” წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.
“როიტერის” ცნობით, 50 ადამიანზე მეტი დაიღუპა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.
ნიგერიის პრეზიდენტმა მუჰამადუ ბუჰარიმ “ბოკო ხარამის” წინააღმდეგ ბრძოლა მთავრობის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა.
სწორედ ამიტომ, მან კვირის დასაწყისში თავდაცვის მინისტრი შეცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები