ფოთში რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)

ფოთში პირველი “რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი” გაიხსნა. საზეიმო ცერემონიას საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ეკა ბესელია, ფოთის მერი ირაკლი კაკულია, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურია, მსახიობები, რეჟისორები და მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. „რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის “დღეს” ორგანიზებით იმართება. ფესტივალში მონაწილეობენ როგორც საქართველოს, ასევე იტალიის, ბელორუსისა და პოლონეთის რეგიონული თეატრების დასები იღებენ. ფესტივალი პოლონეთის ახალი ხელოვნების თეატრმა გახსნა. მათ სპექტაკლი “ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ” წარადგინეს. “რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი” 25 ივლისს დაიხურება. ფესტივალის ფარგლებში მაყურებლის წინაშე 21 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალის საინფორმაციო მხარდაჭერი საინფორმაციო ანალიტიკური – პორტალი „კვირაა“.

10501810_505530366280604_1457256783924026402_n

11178328_505530976280543_4314985748502845725_n

11205036_505530466280594_5375412000358870449_n

11694840_505530229613951_5220338490407699955_n

11705313_505530712947236_624806763001427324_n

11745323_505530462947261_8733103282529908220_n

11745337_505530276280613_878225419167940944_n

11745547_505530279613946_8613268140699798217_n

11751740_505530479613926_726533275331977034_n

11755231_505530709613903_7368143079900086592_n

11755646_505530222947285_5461357817782602665_n

11760120_505530226280618_6551160045344425006_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები