“ცა მეტია, ვიდრე 13” – საქველმოქმედო მარათონი 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად გაიმართა
თბილისის სპორტის სასახლეში ქართველი ხელოვანების საქველმოქმედო მარათონი – “ცა მეტია, ვიდრე 13” გაიმართა.
ქართველი ხელოვანების სოლიდარობის აქცია 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული ოჯახების მხარდასაჭერად გაიმართა.
საერთაშორისო მარათონი სუხიშვილების სახელმწიფო ანსამბლის ნომრით გაიხსნა.
საქველმოქმედო აქციაში, 24 ცნობილი ქართული როკ და პოპ ბენდმა მიიღო მონაწილეობა, ასევე, ლეგენდარული ბრიტანლუ ჯგუფის Uriah Heep -ის დამფუძნებელმა და მთავარმა კომპოზიტორმა კენ ჰენსლიმ.
ჰენსლიმ ქართველ მუსიკოსებთან ერთად Uriah Heep -ის რამდენიმე ჰიტი შეასრულა.
აქციის ბოლოს მილიონ ორასი ათასზე მეტი თანხა შეგროვდა, რომელიც მთლიანად სტიქიით დაზარალებულთა ფონდში გადაირიცხება.
ქართველი ხელოვანების: ნიკოლოზ შენგელაიას, დავით საყვარელიძის, დავით ევგენიძის, გიორგი ხუციშვილის, ირაკლი კაკაბაძის, ირაკლი გოგიასა და გიორგი კვაბზირიძის ინიციატივით გამართულ საერთაშორისო სოლიდარობის აქციას საქართველოს სამი ტელევიზია პირდაპირ ეთერში გადასცემდა.
როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, მომღერალმა გიორგი ხუციშვილმა “კვირას” განუცხადა, 13 ივნისის ტრაგედია არის დღე, რომელმაც დედაქალაქის მოსახლეობა გააერთიანა და ეს კონცერტი-აქციაც ამის დასტურია.
“13 ივნისის ტრაგედია ჩემთვის არის დღე, რომელმაც გაგვაერთიანა და დღევანდელი დღე ამის მაჩვენებელია. რამდენი დროც არ უნდა გავიდეს, სულ უნდა გვახსოვდეს. მადლობას ვუხდი ამ ხალხს, ვინც ქვეყნისთვის, თბილისისთვის ზრუნავს და მე ბედნიერი ვარ, რომ ისეთი შთამომავლობა გვეზრდება, რომ ეს ქვეყანა ღირსეულად ატაროს”, – განაცხადა გიორგი ზუციშვილმა.
პორტალი “კვირა” საქველმოქმედო აქციის – “ცა მეტია, ვიდრე 13”, საინფორმაციო მხარდამჭერი იყო.