უკრაინის რადამ 25 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო

უკრაინის უმაღლესმა რადამ 25 ოქტომბერს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო, შესაბამისად, ადგილობრივი არჩევნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე გაიმართება.
თუმცა, არჩევნები, რუსეთის ხელისუფლების მიერ დროებითი ოკუპაციისა და შეიარაღებული აგრესიის გამო, ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში, სევასტოპოლში, დონეცკისა და ლუგანსკის ცალკეულ რაიონებში არ ჩატრდა.
აღნიშნულ კანონს 257-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ოქტომბერში დაგეგმილ არჩევნებში ადგილობრივი საბჭოებისა და დასახლებული პუნქტების მმართველებს აირჩევენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები