ბარაკ ობამა: ოფიციალურმა მოსკოვმა მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს

შეერთებული შტატები მანამდე არ მოუხსნის სანქციებს რუსეთს, ვიდრე ოფიციალური მოსკოვი მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა.
არსენ იაცენიუკთან შეხვედრის დროს ბარაკ ობამამ და ვიცე-პრეზიდენტმა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი.
ამერიკელმა ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ აუცილებელია უკრაინაში რეფორმების გატარება, მათ შორის, ენერგოსისტემაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები