რუსეთმა ყირიმში ჩეჩნეთიდან სპეცდანიშნულების რაზმი გადაისროლა
რუსთმა ყირიმში ჩეჩნეთიდან სპეცდანიშნულების რაზმი გადაისროლა – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს. იგორ ტენიუხის თქმით, რუსი სამხედროების პირად შემადგენლობაში როტაციაა. სპეციალური დანიშნულკების რაზმს მექანიზმებული ბატალიონი ცვლის, მათი უმრავლესობა კი ჩეჩენია. ყირიმში ჩეჩნური ბატალიონის შესახებ ინფორმაცია ერთი კვირის წინაც გავრცელდა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ნახევარკუნძულზე შავი ზღვის ფლოტის ძალების გარდა რუსეთის სხვადასხვა ადგილიდან ჩაყვანილი ნაწილებია დისლოცირებული, მათ შორის ჩეჩნური ბატალიონი „ვოსტოკი“, რომელიც 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა.