ფოთში რეგიონალური თეატრების პირველი საერთაშორისო ფესტივალი იწყება – ვიდეო

პირველად საქართველოში, დღეს ფოთში რეგიონალური თეატრების ფესტივალი გაიხსნება. ფესტივალს 20:00 საათზე პოლონეთის ახალი ხელოვნების თეატრი, რეჟისორ დარიუშ იეზიერსკის სპექტაკლით „ფეხსაცმლის ლანჩის ქვეშ“ გახსნის.
სპექტაკლი პოლონელმა რეჟისორმა და დრამატურგმა დარიუშ იეზიერსკიმ თავად დაწერა, თუმცა ფესტივალზე პიესის სრულიად ახალი ვერსია იქნება წარმოდგენილი. ყველაფერი, რასაც მსახიობები სცენაზე წარმოადგენენ, იატაკზე და სხეულის მოძრაობით ხდება, რომელიც ხელოვნების და გეომეტრიის ერთგვარი ნაზავია. გარდა ამისა, სცენაზე არ არის არანაირი დეკორაცია. სპექტაკლში გამოყენებულია ქართული ხალხური მუსიკა.
ფესტივალი კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდის „დღეს“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება.
ფესტივალში მონაწილეობენ, როგორც საქართველოს რეგიონალური, ასევე იტალიის, ბელორუსიის, პოლონეთის ქვეყნების თეატრები. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სხვადასხვა ქვეყნის თეატრებს შორის ურთიერთანამშრომლობას, გამოცდილების გაზიარებასა და დამეგობრებას. უცხოური თეატრის დასის წარმომადგენლები საზოგადოებას არა მარტო გააცნობენ საკუთარ შემოქმედებას, არამედ მათ ექნებათ საშუალება მოინახულონ და უკეთ გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ღირშესანიშნაობებსა და ქართულ კულტურას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, ფესტივალს ყოველწლიური სახე მიეცემა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში მოხდება არა მარტო კულტურული აქტივობების პრეზენტაცია, არამედ როგორც ტურიზმის, ასევე კონკრეტული სეგმენტის პოპულარიზაცია.
ფესტივალის იდეის ავტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი ნინელი ჭანკვეტაძეა, ფესტივალის დირექტორი ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი თენგიზ ხუხიაა.

11720771_881921701856883_677692122_o

11745345_881921295190257_1084341099_o

11749879_881921288523591_1430961564_o

11753278_881921285190258_728144888_o

11760608_881921298523590_1244386190_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები