რამზან კადიროვმა ჩეჩნეთის შეიარაღებულ ძალებში დაუგეგმავი შემოწმების ბრძანება გასცა – ვიდეო

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში დაუგეგმავი შემოწმების ბრძანება გასცა. წვრთნები ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. სპეცქვედანაყოფებმა ტყის მთიან მასებში  მებრძოლთა დაჯგუფების განადგურებაში ივარჯიშეს, რომელიც, სცენარის მიხედვით, ტერაქტის მოწყობას ცდილობდა.
ჩასატარებელი ოპერაციის გეგმა რამზან კადიროვმა შეადგინა. ჩეჩნეთის ლიდერმა შეიარაღება და ჯარისკაცების ეკიპირებაც შეამოწმა. მისი განცხადებით, რუსეთის სიახლოვეს არასახარბიელო ვითარებაა და ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის დასაცავად ნებისმიერ წამს მზად უნდა იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები