პარიზში სავაჭრო ცენტრზე თავდასხმა მოხდა

საფრანგეთის პოლიცია სამ შეარაღებულ პირს ეძებს, რომლებმაც პარიზის ჩრდილოეთით სავაჭრო ცენტრ Qwartz-ზე თავდასხმა განახორციელეს. მათ მძევლებიც აიყვანეს.
თავდახმა, ორშაბათს, 6 საათსა და 30 წუთზე მოხდა. პოლიციაში აცადებენ, რომ მაღაზიის გაქურდვა დაგეგმილი იყო.
სავაჭრო ცენტრი საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ო-დე-სენა-ს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ინციდენტის შემდგომ პოლიციამ იზრუნა ახლომდებარე ყველა მარკეტის დახურვასა და გზების გადაკეტვაზე. “ბი-ბი-სის” ცნობით, მომხდარზე შეტყობინება პირველად დილის 7 საათზე გამოჩნდა, მაშინ, როდესაც ერთ-ერთმა მძევალმა SMS შეტყობინება მეგობარს გაუგზავნა, სადაც ნათქვამი იყო რომ, ორმა შეიარაღებულმა პირმა ის და თავისი კოლეგები მძევლად აიყვანა. როგორც ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი იტყობინება, თავდასხმა სამმა შეიარაღებულმა პირმა განახორციელა, რომელთაგან ერთ-ერთი შესაძლოა, სავაჭრო ცენტრის თანამშრომელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები