კაიროში იტალიის საკონსულოსთან მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში იტალიის საკონსულოსთან მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა, – ამის შესახებ ინფორმაციას “ბი-ბი-სი” ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, გარდაცვლილია ერთი, ხოლო დაჭრილია ოთხი ადამიანი. აღსანიშნავია, რომ აფეთქების დღეს იტალიის საკონსულოს თანამშრომლები არ დაშავებულან, ვინაიდან უწყება ამ დღეს არ მუშაობდა.
“ბი-ბი-სის” ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა შენობასთან მდგარ ავტომობილში იყო მოთავსებული. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.
ეგვიპტის დედაქალაქში მსგავსი ინციდენტი გასულ თვესაც მოხდა, რის შედეგადაც ქვეყნის პროკურორი ჰიშამ ბარაკატი გარდაიცვალა. კიდევ ერთი აფეთქება მოხდა პოლიციის შენობასთან, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა. თავდასხმებისა და აფეთქებების შედეგად ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 600 პოლიციელი და სამხედრო პირია დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები