საბერძნეთის პარლამენტმა ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს მხარი დაუჭირა

საბერძნეთის პარლამენტმა მთავრობის მიერ შემუშავებულ ეკონომიკური რეფორმების ახალ პაკეტს მხარი დაუჭირა, – ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.
პაკეტი ათენმა საერთაშორისო კრედიტორებს ხუთშაბათს წარუდგინა. როგორც საბერძნეთის პრემიერმა ალექსის ციპრასმა განაცხადა, მას ახლა უკვე “ძლიერი მანდატი” აქვს იმისთვის, რომ კრედიტორებთან მოლაპარაკებები ფინალამდე მიიყვანოს.
შეგახსენებთ, ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა ათენის წინადადება რეფორმების შესახებ გუშინ განიხილეს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი დღეს ევროკავშირის მორიგ საგანგებო სამიტზე მიიღებენ. იმ შემთხვევაში, თუ ევროპელ ლიდერებთან საბერძნეთის მთავრობამ კონსენსუსს ვერ მიაღწია, ათენი ფულის გარეშე დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები