სერბეთის პრემიერ-მინისტრს ბოსნიაში ქვები ესროლეს (ვიდეო)

სერბეთის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ვუჩიჩი დღეს სრებრენიცაში თავდასხმის ობიექტი გახდა – მას ქვები დაუშინეს. ვუჩიჩი სრებრენიცაში იმყოფებოდა, სადაც იუგოსლავიის ომის ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი მოვლენის – სრებრენიცაში მუსულმანების დახოცვის ხსოვნის ღონისძიებები ტარდებოდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, თავდახსმის შედეგად ვუჩიჩი არ დაშავებულა.

ამ ტრაგიკული თარიღის აღსანიშნავად ბოსნიის აღმოსავლეთ ნაწილში აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი აჰმეფ დავუთოღლუ, ასევე სხვა ქვეყნების დელეგაციები ჩავიდნენ.

ოფიციალური მონაცემებით, 1995 წელს სერბებმა 8 ათასამდე უიარაღო ბოსნიელი მამაკაცი მოკლეს, რომელთა ასაკი 13-დან 77 წლამდე მერყეობდა. სერბეთს ამ ციფრებში ეჭვი შეაქვს – ბელგრადში აცხადებენ, რომ სრებრენიცას ტრაგიკული მოვლენების შედეგად დაღუპულ ბოსნიელთა რიცხვი გაცილებით მცირეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები