უკრაინელმა პოლიციელებმა Porsche Cayenne-ის ნასვამი მძღოლი დააკავეს (ვიდეო)

ინტერენტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც გადაღებულია უკრაინის ახალი საპატრულო პოლიციის მიერ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლისა და მისი თანმხლები პირების დაკავება. თავდაპირველად პოლიციელებმა ავტომობილი გააჩერეს და მძღოლს გადმოსვლა უბრძანეს. იგი ამ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟის მოქმედების შედეგად ნასვამი მძღოლი დააკავეს. მიმდინარეობს ამ ფაქტის გამოძიება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები