ვენაში ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკება გრძელდება

ვენაში დღეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები გრძელდება. დიალოგში მონაწილეობენ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ფედერიკა მოგერინი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი, ასევე საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები. დაგეგმილია ვენაში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დაბრუნებაც.
როგორც ჯონ კერიმ ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა, დისკუსიის პროცესში ჯერ კიდევ რჩება შეუთანხმებელი საკითხები. ამის გამო მოლაპარაკება 13 ივლისამდე ოფიციალურად გაგრძელდა. როგორც მოლაპარაკებასთან დაახლოებული წყაროები იტყობინებიან, ძირითადი შეუთანხმებელი საკითხი ემბარგოს ეხება. დასავლეთი ირანის წინააღმდეგ იარაღის ემბარგოს შენარჩულებას მოითხოვს, თეირანი კი ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ ყველა სახის სანქციის გაუქმებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები