ლონდონში სროლის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა

ლონდონში უცნობმა მამაკაცმა სროლა ატეხა. Sky News-ის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა და კიდევ ერთი მძიმედ დაიჭრა. ექიმების თქმით, დაჭრილი ქალბატონის მდგომარეობა კრიტიკულია.
სამართალდამცველების ცნობით, სროლა ხალხმრავალ ქუჩაზე მოხდა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან. ადგილი, სადაც სროლა მოხდა, ბლოკირებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები