რუსეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა რუსეთის ქალაქ პერმში საცსოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ რუსეთის საგამოებო კომიტეტის ინფორმაციაშია ნათქვამი. „რია ნოვოსტის“ ცნობით, კიდევ ერთი დაშავებული საავადმყოფოში იმყოფება.
ამასთანავე, მაშველები არ გამორიცხავენ, რომ ნანგრევების ქვეშ კიდევ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.
ხუთსართულიანი კორპუსი ღამის საათებში ჩამოინგრა. ეს, სავარაუდოდ, სახლის საყრდენი კონსტრუქციის შესუსტებამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია 38 ერთეული ტექნიკა და სამაშველო სამსახურების 168 თანამშრომელი. მიმდინარეობს ადგილობრივი მოსახლეობის დაკითხვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები