ჩინეთში ტაიფუნის გამო 865 ათასი ადამიანია ევაკუირებული

ჩინეთში ტაიფუნ „ჩან-ხომის“ გამო 865 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული. პროვინცია ჩჟეძიანში შეჩერებულია მატარებლების მოძრაობა, ზოგიერთ რეგიონში საქალაქთაშორისო ავტობუსების გადაადგილებაც შეჩერდა. თითქმის 30 ათასი გემი, რომელიც ზღვაში გავიდა, პროვინციის ხელისუფლებამ პორტებში დააბრუნა.

ეს ტაიფუნი, ჩინეთის მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, 1949 წლიდან შეიძლება ქვეყანაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდეს. დაშავებულთა შესახებ ამ ეტაპზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები