კაიროში, იტალიის საკონსულოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტის დედაქალაქში იტალიის საკონსულოსთან მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი ნაწილობრივ დაანგრია. დაზიანებულია სხვა შენობებიც.

სააგენტო „ფრანს პრესის“ ცნობით, დაშავებულთა შორის დაცვის ორი თანამშრომელი და გამვლელები არიან. პოლიციის ინფორმაციით, ბომბი ავტომობილში იყო დამონტაჟებული. აფეთქების მომენტში საკონსულო არ ფუნქციონირებდა. ჯერჯერობით ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები