ისრაელის უპილოტო საფრენი აპარატი ლიბანში ჩამოვარდა

ისრაელის არმიის უპილოტო საფრენი აპარატი ლიბანის ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საპორტო ქალაქ ტრიპოლში ჩამოვარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლიბანის არმია ავრცელებს. ბოლო სამი კვირის განმავლობაში მსგავსი ინციდენტი ორჯერ მოხდა.
„ბი – ბი – სის“ ცნობით, აპარატი ადგილობრივი დროით შაბათს, 8 საათსა და 30 წუთზე ჩამოვარდა. მომხდარის დეტალები უცნობია.
21 ივნისს ისრაელმა განახორციელა შეტევა ლიბანის აღმოსავლეთ ნაწილში, რათა გაენადგურებინა ადგილობრივ სოფელში ჩამოვარდნილი უპილოტო აპარატი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები