ზურაბ სოტკილავას სიმსივნე აღმოაჩნდა

ცნობილმა საოპერო მომღერალმა ზურაბ სოტკილავამ განაცხადა, რომ მას ავთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა. ამის შესახებ „ლაიფნიუსი“ იუწყება.
სოტკილავას თქმით, მან 5 თვის წინ თავი შეუძლოდ იგრძნო. მომღერალს გულის მოდამოებში ტკივილი აწუხებდა და წონაში დაიკლო. ზურაბ სოტკილავას გერმანულ კლინიკაში ერთი ოპერაცია უკვე ჩაუტარეს და ახლა ის მოსკოვში ქიმიოთერაპიის კურსს გადის. ამის შემდეგ კი კვლავ გერმანიაში უნდა გაემგზავროს.
მკურნალობის დასრულების შემდეგ სოტკილავას მომღერლის კარიერის განახლების იმედი აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები