gazeta.ru – „მოსკოვი ცარიელდება“

რუსული გამოცემა gazeta.ru სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით: „მოსკოვი ცარიელდება“, სადაც საუბარია მოსკოვის სავაჭრო ცენტრებში არსებულ მდგომარეობაზე. სტატიაში ნათქვამია, რომ 2015 წლის 6 თვის მონაცემებით, სავაჭრო ცენტრებში თავისუფალი ფართი 7%-ს აღწევს, მაშინ როდესაც საშუალოდ ეს მონაცემი 2-3%-ს უდრის. ამის შესახებ საუბარია საერთაშორისო კონსალტინგური კომპანია Colliers International-ის დასკვნაში.
ამ დასკვნის მიხედვით, სიტუაციას ისიც ართულებს, რომ მოსკოვში რეკორდული რაოდენობის ახალი სავაჭრო ცენტრი აშენდა. 2015 წლის დასაწყისში, გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით, 42%-ით მეტი ამ ტიპის ობიექტი გაიხსნა. ახლად აშენებულ ცენტრებში სავაჭრო ობიექტები მთელი ფართის 30-40%-ზე მდებარეობს, მაშინ, როდესაც ადრე ახალ ცენტრებში დატვირთვა 80%-ს აღწევდა.
როგორც კონსალტინგური კომპანიის ანალიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენელი ოლეს ძიუბა აცხადებს, მოკლევადიან პერსპექტივაში მომხმარებლის მსყიდველობითი უნარი კვლავ დაიწევს, ვიდრე ქვეყანაში ფასები და ფინანსური კლიმატი არ დასტაბილურდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები