„ბითლზის“ წევრმა რინგო სტარმა 75 წლის იუბილე აღნიშნა

ლეგენდარული ჯგუფის „ბითლზის“ წევრს რინგო სტარს 75 წელი შეუსრულდა. დაბადების დღე მან ლოს-ანჯელესში, Capitol Records-ის შენობასთან გადაიხადა.
როდესაც რინგო სტარს მომავალ გეგმებზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ განაგრძობს დასარტყამ ინსტრუმენტზე დაკვრას.
„მე მიყვარს დაკვრა, ძალიან მიყვარს და ამას გავაგრძელებ. ამას ვაკეთებდი ანსამბლ „ბითლზში“ და მისი დაშლის შემდეგ და ამას მომავალშიც გავაგრძელებ“, – ამბობს რინგო სტარი.
რინგო სტარი ლივერპულში 1940 წლის 7 ივლისს დაიბადა. ანსამბლ „ბითლზის“ წევრი ის 1962 წელს და მას შემდეგ ის მსოფლიოში ცნობილი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები