კიდევ ერთ ამერიკელ პედაგოგს არასრულწლოვანებთან კავშირისთვის 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება

ამერიკაში სკოლის მასწავლებელსა და არასრულწლოვან მოსწავლეებს შორის სექსუალური ურთიერთობების საკითხზე ახალი სკანდალი მწიფდება. ამჯერად საქმე ეხება 36 წლის ბრიან ალტისს იუტას შტატიდან, რომელიც თითქოს არასრულწლოვანი მოზარდების გარყვნით იყო დაკავებული. ადილობრივი მედიის ინფორმაციით, ბრალდების მხარე მისთვის 30-წლიან პატიმრობას ითხოვს. გამოძიების ინფორმაციით, ინგლისური ენის მასწავლებელმა 2013 წელს სამი მოსწავლის გარყვნის ფაქტი აღიარა. საქმე უკვე მაშინ აღიძრა, თუმცა ბრიან ალტისი თავისუფლებაზე რჩებოდა. იმის გამო, რომ ის მოზარდებთან სექსუალურ ურთიერთობებს განაგრძობდა, მოგვიანებით დააპატიმრეს.
ერთ-ერთმა მოზარდმა, რომელსაც მასწავლებელთან სექსი ჰქონდა, პირდაპირ განაცხადა, რომ ის თავის მასწავლებელს დამნაშავედ არ ცნობს, ხოლო მის წინააღმდეგ გამოთქმული ბრალდებები – უბრალოდ სასაცილოა და ის ციხეში არ უნდა ჩასვან.
ასეთ დანაშაულებზე აშშ-ში სასჯელი სულ უფრო მკაცრი ხდება – რამდენიმე დღის წინ 30 წლის ინგლისურის მასწავლებელს ჯენიფერ ფიტჩერს სასამართლომ არასრულწლოვანებთან სექსისთვის 22 წელი მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები