ომარ შარიფი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეგვიპტელი მხახიობი ომარ შარიფი 83 წლის ასაკში კაიროში გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლო წლები მსახიობს ალცჰეიმერის დაავადება ჰქონდა. ამის შესახებ Al-Arabiya News Channel-ი იუწყება. სწორედ ამ დაავადების გამო ომარ შარიფი 2012 წლიდან როლებზე უარს ამბობდა და, ფაქტობრივად, სამსახიობო კარიერა დაასრულა.
ომარ შარიფმა სახელი გაითქვა როლით კინოფილმ „ლოურენს არაბში“, რომელმაც 1962 წელს მას „ოქროს გლობუსი“ მოუტანა. ის ისეთ ცნობილ ფილმებში მონაწილეობდა, როგორიცაა: “დოქტორი ჟივაგო“, „მაკენას ოქრო“, „სასაცილო გოგონა“, „რომის იმპერიის დაცემა“ და კიდევ 50 ფილმში. ომარ შარიფის ნამდვილი სახელია მიშელ დემეტრი შალხუბი. ის ალექსანდრიაში 1932 წელს დაიბადა, სამსახიობო კარიერა კი 1954 წელს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები