სან-ფრანცისკოში KTVU -ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში გაძარცვეს (ვიდეო)

სან-ფრანცისკოში ამერიკული ტელეარხის KTVU -ის გადამღები ჯგუფი პირდაპირ ეთერში გაძარცვეს. ინციდენტი იმ მომენტში მოხდა, როდესაც ჟურნალისტებს ქალაქის ერთ-ერთ რაიონში მომხდარი მკვლელობის შესახებ პირდაპირი ჩართვა ჰქონდათ.
ტელეარხ KTVU-ის კორესპონდენტს ჩართვა უნდა დაეწყო და წამყვანმა ის წარადგინა. რეპორტიორი კადრში დადგა და სწორედ ამ დროს მოხდა ინციდენტი – იმის ნაცვლად, რომ ჩართვა დაეწყო, მან თქვა – „ერთი წუთით მოიცადეთ“ და ამის შემდეგ გვერდით გაიქცა.
რამდენიმე წამის შემდეგ ჩართვა გაითიშა. მოგვიანებით, ტელეარხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პირდაპირი ჩართვის დროს ოპერატორთან პისტოლეტით შეიარაღებული ნიღბიანი პირი მივიდა, რომელმაც მას კამერა და შტატივი წაართვა. ის BMW 7-ის ავტომობილით მიიმალა, რომლის საჭესთან მისი თანამონაწილე იჯდა, გადამღები ჯგუფიდან არავინ დაშავებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები