სააკაშვილმა მოადგილედ 25 წლის გოგონა დანიშნა – ვიდეო

ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა თავის მოადგილედ „ევრომაიდანის“ აქტივისტი იულია მარუშევსკაია დანიშნა. მის მეორე მოადგილედ „როსნეფტის“ კორპორაციის უკრაინული ოფისის ყოფილი თავმჯდომარე ვლადიმერ ჟმაკი დაინიშნა.

როგორც ოდესის გუბერნატორმა განაცხადა, მარუშევსკაია ცნობილია თავისი სატელევიზიო გამოსვლებით და კლიპებით უკრაინულ და უცხოურ ტელეარხებზე. მისივე თქმით, ბოლო წლის განმავლობაში იულია მარუშევსკაიამ აშშ-ს უნივერსიტეტებში სწავლის კურსი გაიარა.

„ის უკრაინის თავისუფლების დასაცავად მსოფლიო კამპანიას აწარმოებდა. ბოლო წლის განმავლობაში სწავლობდა ჰარვარდის და სტენფორდის უნივერსიტეტებში. იულია ოდესის ოლქის ტატარბუნარსკის რაიონში დაიბადა“, – დაწერა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები