რუსეთის თვითმფრინავმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

ესტონეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია. ესტონეთის თავდაცვის მთავარი შტაბის ცნობით, რუსული თვითმფრინავი „ან-72“ ნებართვის გარეშე ესტონეთის საჰაერო სივრცეში კუნძულ ვაინდლოოს რაიონში შეიჭრა. ესტონეთის საჰერო სივრცეში სამხედრო ხომალდი დაახლოებით ერთ წუთს იმყოფებოდა და ის ესტონეთის სადისპეტჩერო სამსახურთან კავშირს ინარჩუნებდა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტალინში რუსეთის საელჩოს პროტესტის ნოტა უკვე გადასცა.
ეს ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევა არ არის. 26 ივნისს ესტონეთმა რუსეთის საელჩოს ასევე გადასცა პროტესტის ნოტა „ან-26“-ის მიერ ქვეყნის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები