უკრაინაში ID ბარათების სისტემა ამოქმედდება

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით, შიდა პასპორტები ID ბარათებით შეიცვლება. როგორც იაცენიუკმა შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის სხდომაზე განაცხადა, ეს პროცესი მომავალი წლიდან დაიწყება.
„უნიანის“ ცნობით, იაცენიუკმა შეახსენა კოლეგიის მონაწილეებს, რომ ევროკავშირის მოთხოვნის შესაბამისად, რაც უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების გაფორმების ერთ-ერთი წინაპირობაა, 2015 წლის სექტემბრისთვის უკრაინის 20 სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ინტერპოლის ბაზასთან უნდა იყოს მიერთებული.
„ეს რეფორმა უვიზო რეჟიმის ხელშეკრულების გასაფორმებლად ტარდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არავინ გაიშვიროს თითი უკრაინისკენ იმის გამო, რომ ჩვენ რაღაცა ტექნიკური მომენტები არ შევასრულეთ“, – განაცხადა იაცენიუკმა.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, რომელიც ასევე კოლეგიას ესწრებოდა, განაცხადა, რომ ამ ღონისძიებათა უდიდესი ნაწილი სექტემბრისთვის უნდა იყოს დასრულებული, როდესაც უკრაინაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჩავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები