გერმანიაში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ორი ადამიანი დაიღუპა სროლის შედეგად გერმანიის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ლოიტერსხაუზენში. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სროლა ერთ-ერთმა მამაკაცმა ვერცხლისფერი კაბრიოლეტიდან ატეხა.
თავდაპირველად ბოროტმოქმედმა 82 წლის ქალს ესროლა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, ამის შემდეგ თავდამსხმელი მიიმალა. მოგვიანებით კი ოდნავ მოშორებით ბოროტმოქმედმა ველოსიპედისტს ესროლა, რომელიც ასევე ადგილზე დაიღუპა. მამაკაცმა კიდევ ორ ადამიანს ესროლა, თუმცა მათ ჭრილობები არ მიუღიათ.
გამოცემა BR Franken-ის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ერთ-ერთ ბენზინგასამართ საგდურზე სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა. ამჟამად დანაშულის მოტივები დგინდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები