ირანი სირიას ერთ მილიარდ დოლარს ასესხებს

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა ხელი მოაწერა კანონს ირანიდან ერთი მილირდი დოლარის საკრედიტო ხაზის რატიფიკაციის შესახებ. „სი-ენ-ენის“ ცნობით, შეთანხმება ამ კრედიტზე 19 მაისს იყო მიღწეული. თანხები აუცილებელი საქონლის შეძენას, ასევე შიდა პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. შეთანხმებაში ორი სახელმწიფო ბანკი – სირიის კომერციული ბანკი და ირანის ექსპორტის განვითარების ბანკი მონაწილეობდა. სირიაში უკვე მეოთხე წელია სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ქვეყნის ხელისუფლებამ სირიის ბევრ რაიონზე კონტროლი დაკარგა. ბოლო დროს აქ განსაკუთრებით გაქტიურდა ექსტრემისტული დაჯფუფება „ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც სირიაში და ერაყში მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები