იემენში 6 დღით ცეცხლი უნდა შეწყდეს

იემენის კონფლიქტის მონაწილეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. ჰუმანიტარული ზავი, რომელიც გაეროს შუამდგომლობით იყი მიღწეული, 6 დღეს გაგრძელდება.
გაეროს წარმომადგენელთა ინფორმაციით, კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე წინაპირობების გარეშე შეთანხმდნენ. კოალიციამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით ეს გადაწყვეტილება იემენის პრეზიდენტის აბდა რაბო მანსურ ხადის მეშვეობით გააჟღერა, ხოლო ხუსიტმა ამბოხებულებმა – გაეროს სპეციალური წარმომადგენლის მეშვეობით.
იემენში ბოლო სამი თვის განმავლობაში შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად 3 ათასზე მეტია ადამიანი დაიღუპა და 1,3 მილიონი იძულებული იყო, საკუთარი საცხოვრებელი დაეტოვებინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები