ინდონეზიის კუნძულ ბალიზე ვულკანის ამოფრქვევამ ავიამიმოსვლა შეაფერხა

ინდონეზიის ხელისუფლებამ ქვეყნის ხუთი აეროპორტი დახურა კუნძულკ იავაზე ვულკან რაუნგის ამოფრქვევის გამო. დახურულთა შორის არის კუნძულ ბალის აეროპორტიც.
ინდონეზიურმა ავიაკომპანია Garuda-მ ბალის მიმართულებით ყველა ავიარეისი გადადო 10 ივლისის საღამომდე. ასევე ფრენები გააუქმა ავსტრალიურმა გადამზიდავმა Jetstar Virgin Australia-მ. აქ განაცხადეს, რომ ავიარეისები უკვე ორი დღეა არ ხორციელდება.
ავიარეისების შეწყვეტის გამო კუნძულ ბალიზე ათასობით ტურისტია ჩარჩენილი, ექსპერტების პროგნოზით, ვულკანის ამოფრქვევა შეიძლება რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.
ივლისი ბალიზე საუკეთესო ტურისტულ სეზონად ითვლება. ამ დროს კუნძულზე დღისით ტემპერატურა 30 გრადუსს აღწევს, ხოლო წყალი 26-27 გრადუსამდე თბება.

11721094_10204270007501969_359228426_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები