ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერი შახიდულა შახიდი ავღანეთში ავიადარტყმის დროს მოკლეს. ამის შესახებ „სი-ენ-ენი“ ავღანეთის უშიშროების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება.
ამ ინფორმაციის მიხედვით, შახიდი ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში ამ ტერორისტული დაჯგუფების საკვანძო ფიგურა გახდა და რეგიონში დიდ ომს გეგმავდა.
შახიდი დიდი ხნის განმავლობაში „თალიბანის“ პაკისტანური განყოფილების წარმომადგენელი იყო. გასული წლის ოქტომბერში მან „ისლამურ სახელმწიფოს“ სოლიდარობა გამოუცხადა და ყველა მუსულმანს მოუწოდა „ურწმუნოთა არმიის“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ამის შემდეგ „თალიბანმა“ ის „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერისთვის თანამდებობიდან გადააყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები