„ნახვამდის, ჩვენო საყვარელო მიშა“ – ოდესაში მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით ჰაერში ბუშტი გაუშვეს (ვიდეო)

ოდესელებმა საქართველოს ექსპრეზიდენტის, მათი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვეს. მათ ჰაერში მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით ბუშტი გაუშვეს. ის ფოტოზე ჰალსტუხს ღეჭავს, ბუშტის მეორე მხარეს კი წარწერაა – „მიშა, წადი სახლში“.
აღნიშნული ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა. ვიდეოს თან ახლავს სიმღერა: „ნახვამდის, ჩვენო საყვარელო მიშა“, რომელიც 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადის დახურვის ჰიტი იყო, მაშინ ჰაერში ოლიმპიური დათვი გაუშვეს.
ოდესელებმა საკუთარი აზრიც გამოხატეს. მათი ნაწილი საქართველოს ექსპრეზიდენტს „უცხო მიწიდან მოსულ მედროვეს“ უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები