ბანგლადეშში მომხდარ ჭყლეტაში 23 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში უფასო ტანსაცმლის დარიგების დროს, ჭყლეტაში სულ მცირე 23 ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი ქალაქ მიმენსინგხის ტანსაცმლის ფაბრიკაში მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება, ვინაიდან ზოგიერთი გარდაცვლილის ცხედარი შეიძლება მათმა ნათესავებმა წაიღეს.
ჭყლეტა იმის გამო მოხდა, რომ ასობით ადამიანი ვიწრო შესასვლელით ცდილობდა იმ ადგილთან მისვლას, სადაც ტანსაცმელს არიგებდნენ.
„ამ დროისთვის 23 ცხედარი აღმოვაჩინეთ, მათი უმეტესობა ქალია. გარდა ამისა, პოლიციამ შვიდი ადამიანი, მათ შორის ფაბრიკის მეპატრონე დააკავა“, – განაცხადა ადგილობრივი პოლიციის უფროსმა მოინულ ხაკმა.
მუსულმანებისთვის წმინდა თვის – რამადანის დროს მდიდარი ბანგლადეშელები ხშირად უფასოდ არიგებენ ტანსაცმელს. ბანგლადეში მსოფლიოს ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა, ამასთანავე, ის მოსახლეობის რაოდენობით მერვე ადგილს იკავებს – იქ 142 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები