უკრაინელი პოლიტოლოგი – სააკაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო

პოროშენკოს და სააკაშვილს შორის პოლიტიკური ბრძოლა მწვავდება, ოდესის გუბერნატორის მოქმედება კი სულ უფრო მეტად გვაგონებს წინასაარჩევნო კამპანიას. განცხადება ამის შესახებ უკრანულ გამოცემა „ვესტისთან“ ინტერვიუში პოლიტოლოგმა ვადიმ კარასევმა გააკეთა.
მისი თქმით, სააკაშვილი ოდესას აღიქვამს „ტრამპლინად დიდი პოლიტიკური მომავლისთვის“ მისი საქციელი კი პრეზიდენტ პოროშენკოს აღელვებს. საქმე ისაა, რომ დაუწერელი კანონებით, რეფორმების ავანგარდში და კორუფციასთან ძირითადი მებრძოლი სწორედ პოროშენკო უნდა იყოს. დღეს კი სწორედ სააკაშვილი ამხელს მექრთამეებს და პროკურატურაში რეფორმების გატარებას მოითხოვს.
„სააკაშვილს სულ უფრო მეტი პრეტენზია აქვს საერთო უკრაინული მასშტაბის პოლიტიკოსობაზე. ის ხშირად წესების წინააღმდეგ თამაშობს, არღვევს ტაბუს, რაც არის უკრაინის პოლიტიკაში. ეს როგორც ოპოზიციონერ, ასევე სახელისუფლებო პოლიტიკოსებს დისკომფორტს უქმნის, თანაც უკანასკნელებს – უფრო მეტად. რა თქმა უნდა, ღიად სააკაშვილს არავინ დაუპირისპირდება, მაგრამ იატაკქვეშა ინტრიგები მოსალოდნელია. ამიტომ ჩვენ შეიძლება მრავალი საინტერესო მოვლენის მონაწილენი გავხდეთ“, – აცხადებს ვადიმ კარასევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები